სამგზავრო ლიფტები
სამგზავრო ლიფტები საცხოვრებელი კორპუსებისთვის, სასტუმროებისთვის, ოფისებისა და კერძო სახლებისთვის. კაბინის დიზაინს თქვენს ინტერიერს ვუსადაგებთ: უჟანგავი ფოლადი, ოქროსფერი და სპილენძისფერი პანელები, შუშა, მარმარილოს იატაკი, LED განათება და სენსორული ეკრანიანი მართვის პანელი. ვაწვდით, ვამონტაჟებთ და ვემსახურებით თბილისში, ბათუმში და მთელ საქართველოში.
- ტვირთამწეობა 450-დან 2000 კგ-მდე
- კაბინის ინდივიდუალური დიზაინი
- მონტაჟი და გეგმიური მომსახურება











